grunekraft

ჩვენ შესახებ

ეკოლოგიურად სუფთა სარეცხი და საწმენდი საშუალებები გერმანიიდან

„fit-gmbh“ არის სარეცხი და საწმენდი საშუალებების მწარმოებელი კომპანია 55 წლიანი გამოცდილებით. პროდუქცია 100%-ით წარმოებულია გერმანიაში.

გთავაზობთ „fit-gmbh“-ის ეკო ხაზის პროდუქციას - „Grüne Kraft“-ს, რომელიც არის ყველასათვის ხელმისაწვდომი ეკოლოგიურად სუფთა საწმენდი და სარეცხი საშუალებები. „Grüne Kraft“-ის ხაზის პროდუქცია ფლობს საერთაშორისო ხარისხის და ეკო სერთიფიკატს - EU Ecolabel.

„Grüne Kraft“-ის პროდუქციას აქვს შემდეგი ეკო ასპექტები:

• პროდუქცია დამზადებულია განახლებადი ნედლეულის საფუძველზე

• ყველა პროდუქტი შეიცავს დერმატოლოგიურად ტესტირებულ ფორმულებს, რომლებიც ზრუნავენ ადამიანის კანზე

• მცენარეული წარმოშობის ინგრედიენტები მთლიანად და ძალიან სწრაფად ბიოდეგრადირებადია

• არცერთი პროდუქტი არ შეიცავს მავნე ქიმიკატებს, როგორებიცაა: ფოსფატები, ფორმალდეჰიდები, ბორატები და სხვა

• ყველა პროდუქტი ვეგანურია, არ შეიცავს ცხოველურ ნივთიერებებს

• ბოთლები დამზადებულია 100% გადამუშავებული პლასტმასისგან

• ოპტიმიზირებული შეფუთვა, სრულად გადამუშავებადია

გთავაზობთ ეკო პროდუქციის შემდეგ ასორტიმენტს მთელი ოჯახისთვის:

• სარეცხი საშუალება

• ჭურჭლის სარეცხი საშუალება

• ჭურჭლის სარეცხი მანქანის ეკო აბები

• აბაზანის მოვლა

• საპირფარეშოს მოვლა

• უნივერსალური საწმენდი საშუალება

• შუშის საწმენდი საშუალება

დეტალური ინორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს Facebook გვერდს: https://www.facebook.com/grunekraftgeo